არჩილ თალაკვაძე - შეუძლებელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრების განრიგი რაიმე სახის მანიპულაციისა და გავლენის საგანი გახდეს
არჩილ თალაკვაძე - შეუძლებელია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრების განრიგი რაიმე სახის მანიპულაციისა და გავლენის საგანი გახდეს

შეუძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგი და მისი შეხვედრების განრიგი რაიმე სახის მანიპულაციისა და გავლენის საგანი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პომპეოს მიმართ ერთგვარ შანტაჟს აქვს ადგილი.

„ეს არის არასერიოზული განცხადება. როცა ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, ალბათ, ჩახედული არ არის არც ამერიკის და არც საერთაშორისო პოლიტიკაში, რადგან შეუძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგი და მისი შეხვედრების განრიგი რაიმე სახის მანიპულაციისა და გავლენის საგანი გახდეს. არ ვიცი, მან ეს განცხადება რატომ გააკეთა, მაგრამ არასერიოზულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.