არჩილ თალაკვაძე - შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ
არჩილ თალაკვაძე - შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ

შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები, გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში არიან და პროცესებში ჩაერთონ, როგორც ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ.

„შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს, რომ აღიაროს არჩევნების შედეგები, გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში არიან და პროცესებში ჩაერთონ, როგორც ოპოზიცია. შედეგი რეფორმების განხორციელება სწორედ ამას გულისხმობს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთგული ვართ დემოკრატიული რეფორმების, ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. დღეს შარლ მიშელი ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარი როლი შეასრულონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს, ახლა გადამწყვეტია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული.