არჩილ თალაკვაძე - შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივამ ახალი იმპულსი შეიძინა
არჩილ თალაკვაძე - შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივამ ახალი იმპულსი შეიძინა

მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივამ ახალი იმპულსი შეიძინა, შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპულ კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მან მთავარ ამოცანად დაასახელა, როდესაც სპიკერის პოზიციაზე ავირჩიეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტს.

თალაკვაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციას დატვირთული დღის წესრიგი და ბევრი შეხვედრა აქვს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი პოლიტიკური ნება ევროპული ინტეგრაციის მიმართ და საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილები მიიღო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.