არჩილ თალაკვაძე - სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები
არჩილ თალაკვაძე - სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები

სექტემბერში წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ ტალაკვაძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

„დღეს ისეთი დღეა, რომ ნაკლებ დროს დავუთმობდი პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს. თუმცა გეტყვით, რომ საარჩევნო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ წარვადგინეთ მაჟორიტარები. ასეთი პირველი შეხვედრა საზოგადოებასთან დღეს უკვე იყო კახეთში. ამას მოყვება სხვა შეხვედრები. სექტემბერში ჩვენ წარვადგენთ პროპორციულ სიას, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი ადამიანები, ახალი თანაგუნდელები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.