არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ უარი უთხრა ისეთ მმართველობას, როცა გვარამია მოსამართლეებს, მინისტრებს ან პოლიტიკურ პარტიებს იბარებს და დავალებებს აძლევს
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ უარი უთხრა ისეთ მმართველობას, როცა გვარამია მოსამართლეებს, მინისტრებს ან პოლიტიკურ პარტიებს იბარებს და დავალებებს აძლევს

ანომალიაა და შეუთავსებელია კონსტიტუციურ პრინციპებთან, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად ასე მართავდა ქვეყანას – იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა რთველს, შს მინისტრი – მშენებლობას, ქალაქის მერი – საომარ ვითარებაში საჯარისო შენაერთების საქმიანობას და პროკურორი აკონტროლებდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტება კითხვა დაუსვეს 2016 წელს გამოქვეყნებულ ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს, სასამართლო სისტემიდან წასვლის შემთხვევაში, 6 მილიონ ლარს სთავაზობს.

თალაკვაძის თქმით, ეს ადამიანები დღესაც ასე აზროვნებენ.

„ჩვენ როცა მოგვიწოდებენ, სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, ვიღაც დაითხოვოს და ვიღაც დანიშნოს ან გაათავისუფლოს, ეს არის მათი აზროვნების გამოვლინება. საბედნიეროდ, საზოგადოებამ ისეთი ხელისუფლება აირჩია, რომელიც ქვეყანას ასეთი წესებით არ მართავს. ჩვენ დავაბრუნეთ ადამიანის უფლებების დაცვა და მრავალფეროვანი მედია. საზოგადოებამ უარი უთხრა ისეთ მმართველობას, როცა გვარამია მოსამართლეებს, მინისტრებს ან პოლიტიკურ პარტიებს იბარებს, თათბირს იბარებს, დავალებებს აძლევს. ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებთან. ამის გაგება არ სურს „ნაცმოძრაობას“ და სწორედ ამიტომაა, რომ მათ აქციებზე ხალხი ან არ დადის, ან ზოგიერთები აქციიდან გაყარეს კიდეც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.