არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და ამ კუთხით, ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე გაამახვილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საუდის არაბეთის სამეფოდან ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ საელჩოს გახსნისთვის. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახლადგახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობის განმტკიცებაში.