არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია პარალელურ პროცესშია, ისევე, როგორც იყვნენ პარალელურ დემოკრატიაში, პარალელურ არჩევნებში, სამწუხაროდ, დღემდე პარალელურ პოლიტიკაში რჩებიან
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია პარალელურ პროცესშია, ისევე, როგორც იყვნენ პარალელურ დემოკრატიაში, პარალელურ არჩევნებში, სამწუხაროდ, დღემდე პარალელურ პოლიტიკაში რჩებიან

საქართველოში არანაირი პარალელური პოლიტიკა არ არსებობს, პოლიტიკაა პარლამენტში, რაზეც მიუთითეს ევროპარლამენტარებმა და ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, რომ უნდა ჩაერთონ სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც რეკომენდაციებზე ხელისუფლების გარეშე მუშაობს, საკუთარ თავს და საზოგადოებას ატყუებს.

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციის ეს ნაწილი პარალელურ პროცესში არიან, ისევე, როგორც ისინი იყვნენ პარალელურ დემოკრატიაში, პარალელურ პოლიტიკაში, პარალელურ არჩევნებში. სამწუხაროდ, დღემდე პარალელურ პოლიტიკაში რჩებიან. საქართველოში არანაირი პარალელური პოლიტიკა არ არსებობს, პოლიტიკაა პარლამენტში, რაზეც მიუთითეს ევროპარლამენტარებმა და ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, რომ უნდა ჩაერთონ სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან. ვინც რეკომენდაციებზე ხელისუფლების გარეშე მუშაობს, ჯერ თავის თავს ატყუებს და შემდეგ საზოგადოებას. რა აზრი აქვს მარტო მუშაობას, თუ საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები ხელისუფლებასთან ერთად უნდა განხორციელდეს, რადგან პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღება უმრავლესობის აუცილებელი მხარდაჭერით ხდება. მათი პროცესი არის სიყალბე და გამოგონილი პარალელური რეალობა. ამით შეიძლება, ოპოზიციური ამომრჩეველი ორი თვე მოატყუონ, მაგრამ მრავალი თვის განმავლობაში ასეთი ტყუილების შენარჩუნება შეუძლებელია. თავად დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი საშემოდგომო სესიის პირველი თვის ბოლოს გამოაშკარავდება, რომ უშედეგო პროცესია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.