არჩილ თალაკვაძე - საქართველოს უყვარს სტუმრები და აფასებს მეგობრებს
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს უყვარს სტუმრები და აფასებს მეგობრებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში იმყოფებოდა, სადაც მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველოს უყვარს თავისი სტუმრები და აფასებს თავის მეგობრებს. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში – სტუმარი და საქართველოს მეგობარი ერთდროულად“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.