არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა.

ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს.

ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა.

გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!

Слава Україні!“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.