არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის ხსენების დღეს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის ხსენების დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის ხსენების დღეს ულოცავს.

„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის მფარველი წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის დღეს. ნება მიბოძეთ, საქართველოს პარლამენტის სახელით მივულოცო მფარველი ანგელოზის, ილია თეზბიტელის ხსენების დღე. მისი ღვაწლი უდიდესია ჩვენი ერის სულიერი ტაძრის მშენებლობის საქმეში. დღეს იცით, რომ მსოფლიო განსაცდელშია, მსოფლიო შეცვალა ამ განსაცდელმა, ბევრი სასოწარკვეთაშია, თუმცა ჩვენ ხელისუფლების, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობით შევძელით ამ განსაცდელთან გამკლავება. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მოგილოცოთ ეს დღე და მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. საქართველო გაერთიანდება და დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. კიდევ ერთხელ მსურს, მივულოცო კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის დღე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.