არჩილ თალაკვაძე - საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული პოლიტიკა, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას
არჩილ თალაკვაძე - საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული პოლიტიკა, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, საქართველო  სტრატეგიული პარტნიორის და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.

„სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან. გამოვხატე უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, მის საზღვრებთან რუსეთის მხრიდან მიმდინარე მილიტარიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა. ამ რთულ პერიოდში საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დატოვე კომენტარი