არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს, პოზიციას დავაფიქსირებთ, როგორც კი ამის დრო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი იქნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის პარლამენტში, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ დიდი პატივისცემით სარგებლობს. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, კონსულტაციების დასრულებისთანავე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას დავაფიქსირებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.