არჩილ თალაკვაძე - უმცირესობას შევთავაზეთ რეზოლუციის ჩვენი ვერსია, მათ შორის სიასთან დაკავშირებით
არჩილ თალაკვაძე - უმცირესობას შევთავაზეთ რეზოლუციის ჩვენი ვერსია, მათ შორის სიასთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმცირესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ, რაზეც გვიპასუხეს, რომ გუნდში კონსულტაციას გაივლიან და პოზიციას მორიგ შეხვედრაზე დააფიქსირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაზე კონსულტაციები გრძელდება და ტექსტზე შესაჯერებლად დრო მომავალ სასესიო კვირამდეა.

„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე კიდევ გვაქვს დრო. კონსულტაციები გრძელდება. დღეს უმცირესობას შევთავაზეთ რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციას გაივლიან გუნდში და მორიგი კონსულტაციის დროს გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია. ჩვენი ვერსია გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ.