არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, ამ ვალდებულებას ხელისუფლება შეასრულებს
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, ამ ვალდებულებას ხელისუფლება შეასრულებს

ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვუთხრათ, დიახ, ამ ვალდებულებას ხელისუფლება შეასრულებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომლითაც ევროსაბჭოს რეზოლუციას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებებს, თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიებისთვის უკვე გააკეთა შეთავაზება, რომელიც არსებულ სისტემასთან შედარებით კომპრომისული ვარიანტია.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, თქვენ იცით, რომ ეუთო-ს რეკომენდაციებზე ისედაც გვქონდა დაწყებული მუშაობა და ასევე მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი, სადაც მოდელზეც მიდის მსჯელობა. ჩვენი შეთავაზება გაკეთებულია, რაც მიგვაჩნია, რომ არსებულთან შედარებით არის კომპრომისული ვარიანტი, შემდეგი დიალოგის ფორმატში ჩვენ უკვე ოპოზიციასთან ერთად ვილაპარაკებთ. ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს რომელიმე კონკრეტულ მოდელზე და არც ოპოზიციას, არც მმართველ პარტიას არ ეუბნება, რომ კონკრეტულად ესა თუ ის ცვლილებები განახორციელოს. მათ აქვთ ნდობა და მოლოდინი, რომ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსი მნიშვნელოვანია, რასაც ემსახურება სწორედ დიალოგი ოპოზიციასთან.