არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში, როცა მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობისას მართლა არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები
არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში, როცა მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობისას მართლა არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები

ვუდასტურებთ პატივისცემას დიპლომატებს, რაც შეეხება დემარშს, სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როდესაც სააკშვილის პტეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისთვის დემარშის გადაცემას.

თალაკვაძის თქმით, საჭიროა ელჩებთან შეხვედრა და მათთან ერთად იმ არგუმენტების მეტად განხილვა, რაც სინამდვილეში არსებობს პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება. რაც შეეხება გადაყვანას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. მიზანი არის, როგორმე ის გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უხეშად დაირღვა კანონი და უმძიმეს დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ყველამ უფრო მეტი ძალისმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან მკურნალობის პროცესში. პრობლემა სწორედ ეს არის და არა მისი გათავისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.