არჩილ თალაკვაძე - სამართლადამცავ სტრუქტურებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ბოლომდე გამოიძიონ გიორგი შაქარაშვილის საქმე და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ
არჩილ თალაკვაძე - სამართლადამცავ სტრუქტურებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ბოლომდე გამოიძიონ გიორგი შაქარაშვილის საქმე და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ

საქართველოს პარლამენტმა შექმნა ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან მკაცრად სჯის დამნაშავეებს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ბოლომდე უნდა გამოიძიონ საქმე და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

„სამართლადამცავ სტრუქტურებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები. ძალადობა არის მიუღებელი. ეს არის საქმე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ყურადღებით ვაკვირდებით გამოძიებას, პოლიტიკურ შეფასებებს პოლიტიკოსები გააკეთებენ მას შემდეგ, რაც საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.