არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთ შეძლებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესები წარადგინოს
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთ შეძლებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესები წარადგინოს

დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთად შევძლებთ, რომ რუსული ბაზები საქართველოდან ხელმეორედაც გავიყვანოთ, ქვეყნის დეოკუპაცია მოვახდინოთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პრეზიდენტი ისეთი ადამიანი გახდეს, რომელიც ამ შემთხვევაში, იქნება არა რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგის გამტარებელი პრეზიდენტი, არამედ იქნება ზეპარტიული ფიგურა, საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების აზრის შემკრები. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, ეს მისია შეასრულოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთ შეძლებს, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესები წარადგინოს.

„რაც შეეხება უპირატესობებს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობები დავინახოთ. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ევროპულ ოჯახშიც, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიპლომატიურ წრეებში მიღებულია. დარწმუნებული ვარ, ის ყველაზე უკეთ შეძლებს საქართველოს ინტერესები სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგინოს, ასევე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გახდეს თითოეული მოქალქის ელჩი გახდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.