არჩილ თალაკვაძე - საკითხავია, უნდა თუ არა სააკაშვილის შეწყალება მის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაცხოველებული გადანაწილება როცა მიმდინარეობს, ვის რაში სჭირდება სააკაშვილის შეწყალება
არჩილ თალაკვაძე - საკითხავია, უნდა თუ არა სააკაშვილის შეწყალება მის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაცხოველებული გადანაწილება როცა მიმდინარეობს, ვის რაში სჭირდება სააკაშვილის შეწყალება

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ვინ ბედავს, რომ შესაწყალებელთა რიგებში მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილს, ხმა ისმის და ადამიანი არ ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, როცა პარტიაში გაცხოველებული გადანაწილება მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არავის სჭირდება.

„სინამდვილეში, საკითხავია, სააკაშვილის შეწყალება მის პარტიას უნდა თუ არა. ძალიან დიდი მოტივაციითა და მხიარულებით მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ გადანაწილება. ასეთი გაცხოველებული გადანაწილება როცა მიმდინარეობს, ვის რაში სჭირდება სააკაშვილის შეწყალება. ჯერ აცალონ ამ ხალხს – ყველაფერს გადაინაწილებენ, აიწონა-დაიწონაც დასრულდება, ვნახავთ, მელია გადაწონის თუ ხაბეიშვილი და რაც დათესეს, იმ მოსავალს რომ აიღებენ, შემდეგ სააკაშვილის საკითხი უფრო ადვილად დასანახი გახდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.