არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო, რომელიც უსაფუძვლოდ ატარებს ახალ არჩევნებს, არ შეიძლება იყოს სტაბილური და ამას ერქვას დემოკრატია
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო, რომელიც უსაფუძვლოდ ატარებს ახალ არჩევნებს, არ შეიძლება იყოს სტაბილური და ამას ერქვას დემოკრატია

ოპოზიცია რასაც ამბობს, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი წელი ჩვენი საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პლებისციტზე მკაფიო არის არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით, ცხრა პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ აშენებს სახელმწიფოს, სადაც დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა არის მთავარი.

„თქვენ გინდათ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციას რომელიმე არჩევნებზე შედეგები თუ არ მოსწონს და არ სურს, რომ იყოს ოპოზიცია, ამისთვის ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს?! კიდევ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა იყოს გაურკვევლობაში, იქნება თუ არა ახალი არჩევნები, ინვესტორები კიდევ წელი უნდა დაელოდონ სტაბილური მმართველობის მომენტს, ბიზნესმენები უნდა დაელოდონ, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღონ და ქვეყანაში უნდა იყოს კიდევ ერთი წელი გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ჩატარდება თუ არა ახალი არჩევნები. ოპოზიცია რასაც ამბობს, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი წელი ჩვენი საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პლებისციტზე მკაფიო არის არჩევნები. არჩევნებზე მოვიდა ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, შედეგები სახეზე გვაქვს და ამ შედეგების მიხედვით, ცხრა პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. ერთი ნიუანსია მანდ: ოპოზიციის მოთხოვნებს სჭირდება საფუძველი. სახელმწიფო, რომელიც უსაფუძვლოდ ატარებს ახალ არჩევნებს, ჩემი აზრით, არ შეიძლება იყოს სტაბილური და ამას ერქვას დემოკრატია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.