არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება
არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

ჩვენი მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი მიესალმებიან, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება „საარჩევნო კოდექსს“, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც მივიღეთ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, ქვეყანა გადავიდა პრაქტიკულად არსებითად პროპორციულ სისტემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მოღწევაა, რომ გატარდა ისეთი დემოკრატიული რეფორმები, რომელიც წარსულში ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა.

„შემიძლია, კონკრეტული მაგალითები ჩამოგითვალოთ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში სასურველი იყო ყველა პარტიისთვის, თუმცა სამწუხაროდ, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ეს არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პარტიების დაფინანსების ახალ სამართლიან სისტემაზე გადასვლა, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა არჩევნებზე. ეს სია არის საკმაოდ გრძელი. რაც შეეხება თავად პროცესს, დემოკრატია ეს არის პროცესი, ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, საქართველო აძლიერებს საკუთარ დემოკრატიას, მომავალში გავაგრძელებთ დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით ნაბიჯების გადადგმას ეს იქნება საკანონმდებლო რეფორმები, თუ ინსტიტუციური. ამ მომენტში, როცა საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, სადაც უსაფრთხოება იქნება დაცული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.