არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხია
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხია.

„ეს არის უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხი და რა თქმა უნდა, შეფასებები უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ.

სამართლებრივი საკითხები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოსა და უკრაინის პროკურატურას შორის თანამშრომლობის თემაა. იცით, რომ ამაზე ოფიციალური კომუნიკაცია არსებობდა. სისხლისსამართლებრივი საქმეები არსებობს და შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს პროკურატირას აქვს გადაგზავნილი უკრაინის შესაბამის ორგანოებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კიევის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან რადას დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.