არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი უკრაინელებს რევოლუციას სთავაზობს
არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი უკრაინელებს რევოლუციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს რევოლუციას სთავაზობს.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძე უკრაინაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

“უკრაინაში მიმდინარე პროცესები უკრაინის სახელმწიფოს შიდა საქმეებია და ამაზე საინტერესო უკრაინელი პოლიტიკოსების შეფასებებია. სააკაშვილი უკრაინის საზოგადოებას რევოლუციას სთავაზობს და ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის რამდენად მისაღებია, თავად მათი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ჩვენი გუნდისთვის ეს პოლიტიკური საკითხი არ არის და სამართლებრივია. როგორც იცით, საქართველოს პროკურატურას ექსტრადირების თაობაზე მოთხოვნა გაგზავნილი აქვს და უკრაინის მხარის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც მათ თქვეს, რომ ექსტრადირება ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან სისხლის სამართლის საქმე აღძრული თავად უკრაინის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით არის”, – განაცხადა თალაკვაძემ.