არჩილ თალაკვაძე - „რუსთავი 2“-ს 10 მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონდა, ამის გამო სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები, რაც ხელს შეუშლიდა ტელევიზიის საქმიანობას
არჩილ თალაკვაძე - „რუსთავი 2“-ს 10 მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონდა, ამის გამო სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები, რაც ხელს შეუშლიდა ტელევიზიის საქმიანობას

„რუსთავი 2“-ს 10 მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონდა და აქვს ბიუჯეტის წინაშე, ამის გამო სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს რაც შეიძლება ხელს შეუშლიდა ტელევიზიის საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დამზოგველი მიდგომები იყო აქამდე, როგორც სხვა ტელევიზიების, ასევე „რუსთავი 2“-ის მიმართაც.

„მიუხედავად იმისა, ტელევიზიას ჰქონდა დაგროვილი საკმაოდ დიდი ვალი, თუ არ ვცდები, ეს 10 მილიონზე ბევრად მეტი იყო, ხელისუფლებას, მთავრობას არანაირი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ხელი არ შეეშალა თქვენი ტელევიზიის საქმიანობისთვის. ანუ, ეს აჩვენებს დამოკიდებულებას ტელევიზიის, ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ. კითხვა, მომავალში რა იქნება, ამაზე პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის მთავრობის პრეროგატივა. მე უბრალოდ მინდა გითხრათ დამოკიდებულება. დამოკიდებულება იქნება ისეთივე, როგორიც იყო აქამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.