არჩილ თალაკვაძე - რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლისდარღვევა, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება
არჩილ თალაკვაძე - რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლისდარღვევა, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს.

„მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე არის ჩვენს მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვინც დევნილობაში არიან, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები, დაკარგეს სახლები და თავის კუთხე, თავის მშობლიურ მხარეს მოწყვეტილნი არიან. დღეს, რასაკვირველია, არის ძალიან სევდიანი დღე საქართველოს ისტორიაში, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვეამაყება, რომ გვყავს გმირები, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.