არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - მართლაც გავხართ კანტს​
არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - მართლაც გავხართ კანტს​

მართლაც გავხართ კანტს, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს რომან გოცირიძეს, რომელმაც პარლამენტში თავი კანტს შეადარა.

„ბატონო რომან, მართლაც გავხართ კანტს, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა. ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ერთი რამე მიკვირს. ამბობთ, რომ კანტს გავხართ, ამხელა ფილოსოფოსი თეა წულუკიანის ციტატებით რომ საუბრობთ, ეს როგორ გავიგოთ? თქვენი საკუთარი ფრაზები და ციტატები არ გაგაჩნიათ, ასევე შევარდნაძესაც კი ადარებდით თავს. მე მგონი, ქალბატონი თეას გავლენის ქვეშ ხართ, როგორც ფილოსოფოსი“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.