არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - ძალიან მალე ნახავთ, როგორ მოხდება ლარის კურსის ფორმირება და ყვავის ჩხავილის ეფექტიც მალე დასრულდება
არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - ძალიან მალე ნახავთ, როგორ მოხდება ლარის კურსის ფორმირება და ყვავის ჩხავილის ეფექტიც მალე დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ლარის გასამყარებლად სავალუტო ინტერვენციებს აანონსებს. ამის შესახებ დეპუტატმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს უპასუხა.

„ლარზე სხვა ფაქტორებთან ერთად მოქმედებს პოლიტიკოსების ავისმომასწავებელი განცხადებებიც, რასაც ეკონომიკაში “ყვავის ჩხავილის ეფექტი” ჰქვია. რაც შეეხება რეზერვებს, ვალუტასთან დაკავშირებულ ინტერვენციებს, მოვლენებს ცოტა გაუსწარით. დაელოდეთ და ნახეთ, რა ინტერვენციებიც მოხდება და ლარის კურსსაც ნახავთ, როგორ მოხდება მისი ფორმირება. ყვავის ჩხავილის დასრულდება და ეს მოხდება ძალიან მალე“, – დასძინა თალაკვაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ლარის გაუფასურებას შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს სავალუტო რეზერვების შევსება ხდებოდა, რაც ლარის კურსზეც მოქმედებდა.