არჩილ თალაკვაძე - რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში
არჩილ თალაკვაძე - რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.

„ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, უბრალოდ, როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა საჯაროდ თქვა, ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ პირდაპირი დავალება მიცემული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ მოლაპარაკება არ უნდა მომხდარიყო და ის უნდა დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. სწორედ ამ ადამიანების სცენარმა და გზამ განიცადა სრული ფიასკო. ამიტომ, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა. შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება უკვე საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა. ნიკა მელია, თავის ადვოკატებთან ერთად აგრძელებს პროცესს სამართლებრივ სივრცესა და სასამართლოში, ხოლო პოლიტიკოსები, ვინც ოპოზიციიდან ხალხმა აირჩია პარლამენტში მონაწილეობისთვის, აგრძელებენ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. მხოლოდ ეს არის ნორმალური გზა ჩვენი ქვენის შემდგომი დემოკრატიული განვითარების“, – განაცხადა თალაკვაძემ.