არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ბანაკის დღის წესრიგშია პოლიტიკური სკანდალის შექმნა, ცდილობენ, ხელოვნურად შეინარჩუნონ ფარცხალაძის თემა
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ბანაკის დღის წესრიგშია პოლიტიკური სკანდალის შექმნა, ცდილობენ, ხელოვნურად შეინარჩუნონ ფარცხალაძის თემა

რადიკალური ბანაკის დღის წესრიგშია პოლიტიკური სკანდალის შექმნა. ცდილობენ, ხელოვნურად შეინარჩინონ ფარცხალაძის თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკავაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესთან დაკავშირებით სახელმწიფომ კანონის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილებები.

„კანონით განსაზღვრულმა ყველა ინსტიტუტმა, იქნებოდა ეს იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული ბანკი თუ საგამოძიებო სტრუქტურები, კანონის შესაბამისად იმოქმედეს. თქვეს, რომ გამოძიება არ დაიწყებოდა, თუმცა გამოძიება დაიწყო; სპეკულაციები იყო, თითქოს მოქალაქეობის შეწყვეტას ხელს უშლიდა ხელისუფლება, მმართველი პარტია, მაგრამ ვნახეთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ძალიან მოკლე დროში გააგზავნა შესაბამისი დოკუმენტი.

რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც ფარცხალაძესთან დაკავშირებით გრძელდება, ემსახურება იმას, რომ როგორმე თემა ხელოვნურად დარჩეს დღის წესრიგში და ოპოზიციის ბანაკის მხარდამჭერების დღის წესრიგში შენარჩუნდეს. რაიმე საქმიანი საუბარი აღარ შეუძლიათ იმაზე, რაც ჩვენს საზოგადოებას მართლა აწუხებს. ამიტომ ცდილობენ, ხელოვნურად შეინარჩინონ თემა დღის წესრიგში და მედიაში. ამას ემსახურება ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, სადაც ერთ შემთხვევაში მოთხოვნა იყო, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა დროულად მომხდარიყო, მეორე შემთხვევაში, ვნახეთ, რომ შეიცვალა პოზიცია და მოქალაქეობას აღარ უწყვეტს. სინამდვილეში, საკითხი ამოწურულია. სახელმწიფომ კანომით უპასუხა და მიიღო გადაწყვეტილებები. ამიტომ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რასთან გვაქვს საქმე. დაცული იქნება კანონის უზენაესობა, პრინციპი, ადამიანის უფლებები, ყველა ის საერთაშორისო წესი, რომლის მონაწილე და მხარდამჭერი არის საქართველო, რაზეც ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული. დანარჩენი, პოლიტიკური სკანდალის შექმნა მხოლოდ რადიკალური ბანაკის დღის წესრიგშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.