არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო, საშინაო წარმატებები და ტყუილების ტირაჟირებითაა დაკავებული, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა
არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო, საშინაო წარმატებები და ტყუილების ტირაჟირებითაა დაკავებული, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა

რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სრული სიცრუეა, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა.

„პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს. ამიტომ დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით. რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. ეს არის სიცრუე, არ ყოფილა დაგეგმილი. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია, თითქოს ბრიფინგი გაუქმდა, უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი, თუ როგორ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და როგორ არ აინტერესებთ ქვეყნის იმიჯი. გავიხსენებ წინა შემთხვევას, როცა პრემიერის ვიზიტის დროს მსგავსი ტყუილი მოიგონეს და თქვეს, თითქოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გააუქმა. ვნახეთ, რომ ოპოზიციის ამ განცხადებიდან 20 წუთში პრემიერი გენერალურ მდივანს მის რეზიდენციაში შეხვდა. საზოგადოებას მათი ასეთი ტყუილები არ უკვირს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.