არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკასა და ენერგოგენერაციას სჭირდება
არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკასა და ენერგოგენერაციას სჭირდება

ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკას და ენერგოგენერაციას საჭიროებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

არჩილ თალაკვაძემ ფარისევლობა უწოდა რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომ ერთი მხრივ, ჰესი არ უნდა აშენდეს, მეორე მხრივ, კი გაცხადებულ პოზიციას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული წყაროები და რუსეთზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.

მისი თქმით პანკისის მცირე ჰესი, რომელიც პრაქტიკულად მწვანე ჰესია, სჭირდება ენერგეტიკას, მათ შორის პანკისს.

„ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავებულია მაღალი სტანდარტებით. ამ პროექტით ადგილზე მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება, ეს ერთი ბენეფიტია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ომალო-დუმასტურის წყლის სისტემა, რომელიც თავიდან უნდა აეშენებინა და გაეკეთებინა ინვესტორს, ეს იყო ერთ-ერთი ბენეფიტი, რაც შეთავაზებული გვქონდა და ექნება მომავალშიც ადგილობრივ საზოგადოებას. ასევე, სპეცფონდის შექმნა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, შეიქმნება სპეცფონდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხდის მთელი წლის ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეოთხე – რაც ასევე მნიშვნელოვანია, პანკისის ხეობის ფონდი, რომელიც ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება და მჯერა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერით განხორციელდება. ფონდში ყოველწლიურად 120 ათასი ლარის მობილიზება მოხდება ამ კონკრეტული ჰესის პროექტისა და მისი მფლობელის კომპანიის მიერ. ხვალაც, ზეგაც ეს კომპანია, მათ შორის, ჩვენც ვიქნებით ამაში ჩართული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.