არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, რომლებიც პოლიტიკაში იდეებსა და ენერგიას შემოიტანენ
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, რომლებიც პოლიტიკაში იდეებსა და ენერგიას შემოიტანენ

საპარლამენტო გუნდის განახლება სწორედ პროპორციული სიის ხარჯზე მოხდება, რომელსაც სექტემბერში წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ასევე, პარლამენტში იქნება მეტი ქალი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გამოცდილი პოლიტიკოსებიც იქნებიან, ასევე იქნებიან ახალი სახეები, რომლებიც პოლიტიკაში იდეებსა და ენერგიას შემოიტანენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.