არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნებას“ აქვს სამომავლო ხედვა, ჰყავს ძლიერი ლიდერები მთელი ქვეყნის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ არჩევნებში ძლიერ მხარდაჭერას მივიღებთ
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნებას“ აქვს სამომავლო ხედვა, ჰყავს ძლიერი ლიდერები მთელი ქვეყნის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ არჩევნებში ძლიერ მხარდაჭერას მივიღებთ

ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა არჩევნებამდე და თითოეულ სოფელში, ქალაქის თითოეულ უბანში ხალხს გავაცანით ის გეგმა, რომლის განხორციელებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე. რეალური გეგმა პასუხობს იმ პრობლემებს და საჭიროებებს, რაც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაზემ ოზურგეთში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აქვს სამომავლო ხედვა და ჰყავს ძლიერი ლიდერები.

„ქართული ოცნებას“ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აქვს სამომავლო ხედვა, ჰყავს ყველგან ძლიერი ლიდერები მთელი ქვეყნის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ მივიღებთ ძლიერ მხარდაჭერას საზოგადოებისგან, ვინაიდან ის ღირებულებები, რომლის დამცველი იყო ამ წლების განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გახლავთ აუცილებელი. ბევრი გაკეთდა, რჩება ბევრი გამოწვევაც, პრობლემებიც და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შესაძლებლობები, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ ოზურგეთში და მთელ საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.