არჩილ თალაკვაძე - ქართული ჯარი პოლიტიკურად ნეიტრალურია და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ გაკიცხავს 
არჩილ თალაკვაძე - ქართული ჯარი პოლიტიკურად ნეიტრალურია და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ გაკიცხავს 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ჯარი პოლიტიკურად ნეიტრალურია და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს.

არჩილ თალაკვაძე ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზაზე სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემულ ხმებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ ცალკეული ჯარისკაცები და ყოფილი სამხედროები პოლიტიკურ კამპანიაში ჩაეთრია, რაც ვერ მოახერხეს.

„ჯარი არის პოლიტიკურად ნეიტრალური და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს. ჯარის მთავარი პოზიციაა, რომ ჯარი საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს იცავს”, – განაცხადა თალაკვაძე