არჩილ თალაკვაძე - ქართული დამწერლობა წინაპრებმა იმისთვის არ დაგვიტოვეს, რომ ქალაქის მთავარ ქუჩებში მხოლოდ უცხოური წარწერები იყოს
ქართული დამწერლობა, ენა იმისთვის არ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ქალაქის მთავარ ქუჩებში მხოლოდ უცხოური წარწერები იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ახვლედიანის ქუჩის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა განაცხადა.
თალაკვაძე მიესალმება მერის ახალ ინიციატივას და აცხადებს, რომ მზად არიან იმუშაონ მერიასთან ერთად, რათა უფრო ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩო შეიქმნას.
„ჩვენ მივესალმებით მერის ინიციატივას, რომ ამ მიმართულებით ადმინისტრირება გახდეს უფრო აქტიური, ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ მერიასთან ერთად, რათა უფრო ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩო შეიქმნას. ქართული დამწერლობა არის ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ნაწილი, საქართველოს სიმბოლო და, ბუნებრივია, ყველასთვის მათ შორის ბიზნესსუბიექტისთვის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ კანონის მოთხოვნა დაიცვას და პატივი სცეს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისთვის და ბიზნესაც აქვს ვალდებულება, დაიცვას ეს მოთხოვნა და წარწერები გააკეთოს ქართულ ენაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ ფასადებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობა სერიოზული პრობლემაა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „რეკლამის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება.