არჩილ თალაკვაძე - პრემიერმა პარლამენტს საინტერესო მოხსენება წარუდგინა
არჩილ თალაკვაძე - პრემიერმა პარლამენტს საინტერესო მოხსენება წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა.

საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

​უმრავლესობის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან საქმიან რეჟიმში ჩატარდა. ხვალ უკვე გვექნება პლენარული სესია, სადაც კენჭს ვუყრით და დავამტკიცებთ პრემიერ კვირიკაშვილსა და მის სამთავრობო კაბინეტს.

საინტერესო მოხსენება წარმოადგინა პრემიერმა, სადაც ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე. ასევე იმ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჯანდაცვის მიმართულებაზე, სადაც მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ქვეყანას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს უკვე მოუსმინეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, ფრაქციების ფორმატში, უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც აქცენტები ეკონომიკურ განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე გააკეთა.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში მიღებული ცვლილებების შედეგად გახდა საჭირო.