არჩილ თალაკვაძე - პრემიერის განცხადება სამშვიდობო კურსსა და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის განცხადებაა
არჩილ თალაკვაძე - პრემიერის განცხადება სამშვიდობო კურსსა და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის განცხადებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი განცხადება,  სამშვიდობო კურსთან და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის განცხადებაა,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებებს გამოეხმაურა.

„პრემიერის განცხადება სამშვიდობო კურსთან და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ის რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს განვითარებისთვის მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის განცხადებაა. ამ განცხადებას საქართველოში ამერიკის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ პრემიერს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სწორი დამოკიდებულება აქვს. ამერიკის ელჩის განცხადება ჩემთვის ნიშნავს მხოლოდ იმის კონსტანტირებას, რომ რუსეთი არაერთ საერთაშორისო ფორმატშია წარმოდგენილი, იქ, სადაც აშშ-ის და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და საერთაშორისო საზოგადოება საკმაოდ პრინციპულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან მუდმივად დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის და კონფლიქტების შესახებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულს ნატო-ს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორი და გამართლებულია.

„ჩვენ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა გვაქვს, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეების ინტერესს ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველო დასავლეთის ნაწილია და ბუნებრივია, საქართველო მარტო არ არის, როდესაც საქმე რუსეთთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე.