არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებაა
არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, სტრატეგიული გადაწყვეტილებაა

გვსურს, მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების და ამ მასშტაბის ეკონომიკური პროექტის განხორციელების საშუალება საქართველოს მისცა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, რომელიც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციაზეა ორიენტირებული.

„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩვენმა პოლიტიკურ გუნდმა ენერგეტიკის სფეროში მოცულობით ინვესტიცია და 2000 მეგავატზე მეტი მოცულობის ახალი პროექტები დააანონსა, გუშინ ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებაზე, რომლის მთლიანი ინვესტიცია 2,3 მილიარდი ევროა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია უმტკიცებს საზოგადოებას, თითქოს საქართველო ევროპას დაშორდა და თანამშრომლობა შესუსტდა. წინა წელს, ვიდრე უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომი დაიწყებოდა, საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10,5 პროცენტი და წელსაც ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10,2  პროცენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.