არჩილ თალაკვაძე - პატრიარქის ეპისტოლეში სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე იყო ძალიან ძლიერი აქცენტები
არჩილ თალაკვაძე - პატრიარქის ეპისტოლეში სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე იყო ძალიან ძლიერი აქცენტები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე ტრადიციულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული, სიყვარულზე, სიკეთეზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე ძლიერი აქცენტებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თაკალკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლეში პატრიარქი საუბრობს გაერთიანებისა და ერთობის მნიშვნელობაზე.

„ერთობა ნამდვილად არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც მთავარია და რაც ქრისტიანობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომ ვემსახუროთ ადამიანებს, ვუჩვენოთ ერთმანეთს თავდადება, სიკეთე. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ჩვენი ქვეყანა გამთლიანებასმ გაძლიერებას, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი ისტორია და დიდი მომავალიც. ეს წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რათა ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა, მედიამ, ყველამ ერთად შევძლოთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ საკითხები, მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, ვისაც სჭირდება დახმარება, ვისი სათქმელიც უნდა მოვისმინოთ, ვისაც უნდა ვუთხრათ სათქმელი. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის შეწევნით, პატრიარქის კურთხევით, ჩვენ ამას შევძლებთ. ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, ვისაც სჭირდება დახმარება, ვინც გაჭირვებაშია, ვის ოჯახშიც ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე, გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც რჩება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება, რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ოჯახში, განსაკუთრებით მათთან, ვინც რჩება გაჭირვებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.