არჩილ თალაკვაძე - პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, იუნკერებს, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს
არჩილ თალაკვაძე - პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, იუნკერებს, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს

პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, იუნკერებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, იუნკერებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, თავიანთი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ეს არის მაგალითი ყველა თაობისთვის, რა არის ჩვენი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და ხანდახან ისტორიის რთულ მომენტებში როგორ თავდადებას მოითხოვს ქვეყანა და სამშობლო“, -განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.