არჩილ თალაკვაძე - პატიმრის გადაყვანაზე გადაწყვეტილება შესაბამისი უწყების მიერ მიიღება, ოპოზიციის განცხადებები თვალთმაქცობა და უხარისხო პოლიტიკური ტრიუკია
არჩილ თალაკვაძე - პატიმრის გადაყვანაზე გადაწყვეტილება შესაბამისი უწყების მიერ მიიღება, ოპოზიციის განცხადებები თვალთმაქცობა და უხარისხო პოლიტიკური ტრიუკია

პატიმრის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისი უწყების მიერ მიიღება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან საკითხზე პოლიტიკური განცხადებების კეთება თვალთმაქცობაა.

„ამ სისტემაში 2013 წლიდან ვმუშაობდი და რა პოზიციაც მაშინ მქონდა, იგივე პოზიცია მაქვს დღესაც. გადაწყვეტილებები მიიღება ადამიანის უფლებების პრინციპების გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს და იმ უწყების მიერ, ვისაც ეხება პატიმრების გადაყვანა. ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების კეთება თვალთმაქცობა და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობებია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან უხარისხო პოლიტიკური ტრიუკია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარ-მიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.