არჩილ თალაკვაძე პატიმრების მოშიმშილე მშობლებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე პატიმრების მოშიმშილე მშობლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ პატიმრების მოშიმშილე მშობლებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.

საუბარია პატიმართა მშობლებზე, რომლებიც საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობის აქციას მართავდნენ.