არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღზე აშშ-დან ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით  ​
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღზე აშშ-დან ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით ​

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების თარიღზე აშშ-დან ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია.

რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უსმენს.

საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.