არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში უკვე არის პირველი ოპოზიციური პარტია, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში უკვე არის პირველი ოპოზიციური პარტია, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა

პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია უკვე არსებობს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, წინა პარლამენტშიც ჰქონდა ზუსტად იგივე პროცესებს ადგილი, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო უკვე პარლამენტში შესვლის შემდეგ პოლიტიკური პარტია, თუ ეს მაშინ იყო შესაძლებელი, შესაძლებელია დღესაც.

„ჩვენ პარლამენტში ველოდებით ყველას ოპოზიციიდან, ვინც აირჩია ხალხმა და გადაწყვიტა, რომ ისინი ყოფილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია იქცევა უპასუხისმგებლოდ. ისინი ამბობენ უარს მონაწილეობაზე. წინა პარლამენტშიც გახსოვთ, რომ ისინი წელიწადზე მეტი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ბოიკოტი მათი უფლებაა, თუმცა პარლამენტი განაგრძობს მუშაობას. გარწმუნებთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ოპოზიციის კიდევ უფრო მეტი წარმომადგენელი გვეყოლება პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი