არჩილ თალაკვაძე - პარლამენტმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალ დონეზე ჩაატარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალ დონეზე ჩაატარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები

პარლამენტმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალ დონეზე ჩაატარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე ამბობს, კენჭისყრაზე გახდება ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი დაინიშნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტმა შეასრულა დანაპირები, რომ პროცესი იქნებოდა გამჭირვალე და დემოკრატიული.

„მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა კითხვები იყო დასმული, რა პასუხები იყო გაცემული. არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. არიან კანდიდატები რომელთაც  სავარაუდოდ ასევე არ დაუჭერს მხარს პარლამენტი. საბოლოო ჯამში, თუ რომელ კანდიდატებს ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა და რამდენი ადმიანი იქნება დანიშნული უზენაეს სასამართლოში, ამას გვიჩვენებს კენჭისყრის შედეგები, რომელიც ასევე იქნება საჯარო და გამჭირვალე.

როდესაც საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, ამ პირობას ვასრულებთ. დავპირდით საზოგადოებას,რომ იქნებოდა გამჭირვალე დემოკრატიული პროცესი და პარლამენტმა ეს პირობა შეასრულა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის მსურველების მოსმენა დასრულდა. როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრის პროცესი, იურიდიულ კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი