არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან საქმიანი, პატრიოტული გამოსვლა, რომელიც იყო მთლიანად კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან საქმიანი, პატრიოტული გამოსვლა, რომელიც იყო მთლიანად კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე

პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან საქმიანი, პატრიოტული გამოსვლა, რომელიც იყო მთლიანად კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. მან ისაუბრა პარლამენტის მიერ გაწეულ სამუშაოებზე, მართლაც მოცულობითი სამუშაო გავწიეთ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებები ყოველთვის საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული.

„საქართველოს პარლამენტმა შეძლო როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე ზედამხედველობითი და კონტროლის მიმართულებით იმ მთავარი ფუნქციების და სამუშაოს შესრულება, რომელიც აძლევს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს, რომ პარლამენტისგან მიიღონ, ერთი მხრივ, ისეთი წესები, რომლებიც მათი ცხოვრების გაუმჯობესებას დაეხმარება, მეორე მხრივ, მიიღონ ინფორმაცია, როგორ მუშაობს მთავრობა და როგორ მუშაობენ ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელზე ზედამხედველობაც ევალება პარლამენტს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ შალვა პაპუაშვილს, ის მართლაც კომპეტენტური, გამოცდილი ადამიანია, ახალი თაობის პოლიტიკოსია. რაც მთავარია, ყველანი, მთელი გუნდი დარწმუნებული ვართ, რომ მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის განპირობებულია საქართველოს ეროვნული ინტერესებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.