არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს, სხდომა ჩვეულებრივ ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს, სხდომა ჩვეულებრივ ჩატარდება

მომავალ კვირაში არის პარლამენტის პლენარული სხდომა და ჩვეულებრივ ჩატარდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზისთვის ბოქლომის დადების ფაქტს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გოცირიძეს მსგავსი ჟესტი თანაპარტიელებმა სთხოვეს.

„რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, მათ შორის არ არის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქეთ ვერ მიდის. როგორც ჩანს, თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა. თუმცა, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს. მომავალ კვირაში არის პლენარული სხდომა და ჩვეულებრივ ჩატარდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.