არჩილ თალაკვაძე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს მიმართავს, განსახილველად მოამზადონ ყველა კანონპროექტი, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს მიმართავს, განსახილველად მოამზადონ ყველა კანონპროექტი, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს მიმართავს, განსახილველად მოამზადონ ყველა კანონპროექტი, რომელიც თუნდაც ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ თალაკვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კომიტეტები აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.

„მინდა, კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვოთ, მომდევნო სხდომებზე განსახილველად მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება, თუნდაც ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყოს ხელი. ვიცი, რომ კომიტეტები აქტიურად მუშაობენ ამაზე და გთხოვთ, მომდევნო სხდომების სამუშაო პროცესი გავიაზროთ ზუსტად ამ კონტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, რომ რა შეიძლება,  პარლამენტმა დამატებით გააკეთოს, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ფუნქციების აღდგენას, სამუშაო ადგილების აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ კუთხით ეფექტიანი დახმარების გაწევას“, – განაცხდა ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.