არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს

მიმდინარე კვირაში კონსულტაციებს ვამთავრებთ, საქართველოს პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის ცნობით, რეზოლუციის პროექტზე უმცირესობასთან კონსულტაციები დღეს გაიმართება.

„ეს იმ ქვეყნის პარლამენტია, რომელმაც ბრძოლითა და თავდადებით დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ამ კვირაში კონსულტაციებს ვამთავრებთ, საქართველოს პარლამენტი ძალიან პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, სადაც ამ ფაქტზე პრინციპული შეფასებები იქნება და პრინციპული ქმედებები იქნება მოთხოვნილი. წინასწარი ინფორმაციით, ამ რეზოლუციას ექნება როგორც უმცირესობის, ასევე სხვა პარტიების მხარდაჭერაც. საქართველოში ბევრი პარტიაა და მრავალპარტიული დემოკრატია გვაქვს, მაგრამ სამშობლო ყველას ერთი გვაქვს. მზად ვართ, რეზოლუციაში ყველა ის მოქმედება ავსახოთ, რომელიც მომავალში ოკუპირებული ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებების დაცვას უფრო უკეთ უზრუნველყოფს, მათ შორის განიხილება ოპოზიციის წიმადადებებიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.