არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი გადადის განვითარების ეტაპზე, სადაც ყველა გადაწყვეტილება დაეფუძნება მტკიცებულებებს, ანალიზს და კვლევის შედეგებს
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი გადადის განვითარების ეტაპზე, სადაც ყველა გადაწყვეტილება დაეფუძნება მტკიცებულებებს, ანალიზს და კვლევის შედეგებს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოსაზრებით, კვლევითი ცენტრის რეფორმა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებები შეფასების, კვლევისა და შესაბამისი პროგნოზირების მომზადების შემდეგ იყოს მიღებული.

არჩილ თალაკვაძემ კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარებისა და ხედვის პრეზენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი განვითარების ისეთ ეტაპზე გადადის, სადაც ყველა გადაწყვეტილება მტკიცებულებებს, ანალიზსა და კვლევის შედეგებს დაეფუძნება.

მისი თქმით, მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებშია.

„ეს არის ზედმიწევნით კარგად დაგეგმილი რეფორმა, რომელიც უკვე დაწყებულია. შემუშავებული გვაქვს კვლევითი ცენტრის დებულება, შეთანხმებულია ცენტრის მუშაობის ძირითადი პრინციპები. გსურს, განვითარების ისეთ ეტაპზე გადავიდეთ, სადაც ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაეფუძნება მტკიცებულებებს, ანალიზს და დაეფუძნება კვლევის შედეგებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისტორია გვაქვს, როცა ჯერ გადაწყვეტილებები მიიღებოდა და კვლევა-შეფასება შემდეგ ხდებოდა, თუ რამდენად სწორი და სასარგებლო იყო ეს გადაწყვეტილებები. კვლევითი ცენტრი სწორედ იმ შესაძლებლობას გვაძლევს, რაზეც ჩვენს ძველ ანდაზაში არის ნათქვამი – ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. შევაფასოთ, ვიკვლიოთ, გავაკეთოთ პროგნოზირება და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – დასძინა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტში კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომელსაც გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს.