არჩილ თალაკვაძე - ოზურგეთში „ნაცმოძრაობას“ დაჟანგული ბოქლომი აჩუქეს და შეახსენეს პერიოდი, როცა ადამიანის უფლებებზე ბოქლომი ჰქონდათ დადებული
არჩილ თალაკვაძე - ოზურგეთში „ნაცმოძრაობას“ დაჟანგული ბოქლომი აჩუქეს და შეახსენეს პერიოდი, როცა ადამიანის უფლებებზე ბოქლომი ჰქონდათ დადებული

როგორც ხედავთ ბოქლომის იქით ვერ მიდის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და მათი პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან ბოქლომის დადების მცდელობას.

„როგორც ვნახეთ ყველამ, ეს იყო საკმაოდ სასაცილო აქცია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა მაჟორიტარული ბიუროს ოფისში, სადაც იმართებოდა მოქალაქეების მიღება. ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ყველა სამუშაო დღის განმავლობაში იღებს მოქალაქეებს და ესაუბრება მათ. მათ სცადეს თავისი ბოქლომის დადება. როგორც ხედავთ ბოქლომის იქით ვერ მიდის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და მათი პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა. პასუხიც ყველამ ვნახეთ; საზოგადოება ძალიან სწრაფად შეიკრიბა ადგილზე, მათ შორის ისინიც, ვინც მიღებაზე იყვნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ საჩუქრად გადასცეს დაჟანგული, ძველი ბოქლომი და ასევე, შეახსენეს ის პერიოდი, როდესაც მათ ბოქლომი ჰქონდათ დადებული ადამიანის უფლებებზე, საკუთრებასა და მედიაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირება იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შენობის კარზე ბოქლომის დადება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.